დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მეუფე იაკობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს.
საქმე ეხება მეუფე იაკობის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას. მეუფემ მიხეილ რამიშვილს, როგორც გირგვლიანების, ასევე დეკანოზის საქმეში “ჩანერგილი აგენტი” უწოდა.
“თავიდან როდესაც მან გაამჟღავნა ეს ყველაფერი მე “ფეისბუქზე” მივწერე და ვურჩიე რომ წასულიყო მეორე დღესვე, სანამ სარჩელი შევიდოდა და ამ ცილისწამება უარეყო და ბოდიში მოეხადა. რაც შეეხება სარჩელს, სარჩელი შეტანიალია, გადაგზავნილია უკვე სასამართლოს მხრიდან მოპასუხეზე და იმ კვირის დასაწყისში უნდა შესაგებელი გადმოაგზავნონ და მიუტანონ სასამართლოს. მერე უკვე როგორც კი შესაგებელი იქნება, მერე შეიძლება მოვითხოვო რომ ცოტა დაჩქარებულად განიხილოს მოსამართლემ აღნიშნული პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენ ხანში დაწერენ საპატრიარქოში თავის იურისტებთან ერთად შესაგებელს,”-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.