ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის ოთხივე მოადგილე დაამტკიცა

დედაქალაქის მერის ოთხივე მოადგილე დამტკიცებულია. კენჭისყრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თბილისის საკრებულომ მთავრობის კიდევ 23 წევრი უნდა დაამტკიცოს, მათ შორის 10 გამგებელი და მერიის საქალაქო სამსახურების 13 უფროსი.

კახი კალაძის ნაცვლად მთავრობის წევრთა კანდიდატურები საკრებულოს ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.

საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ დღის წესრიგიდან მე-16 საკითხის ამოღება მოითხოვა. აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნა იყო. უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

იტვირთბა....