ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მაყაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ცხოველი მგელია.
თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველი რომელიც დაიჭირეს მგელი კი არა, ძაღლი იყო.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, სადაც ცხოველის ჯიშის დასადგენად ადგილზე ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც იყო. მისი განმარტებით, ვიზუალურად ცხოველი მგელს ნამდვილად ჰგავდა, თუმცა არ იყო გამორიცხული, რომ ის ჰიბრიდი იყო.
ამ ეტაპზე ცხოველი კვლავ მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფება და მას შემოწმება უტარდება.
მგელი მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობამ ორი დღის წინ შეამჩნია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს აცნობა. სამსახურმა მგლის დაჭერა და იზოლირებულ ადგილზე გადაყვანა სპეციალური შპრიცსასროლი თოფის გამოყენების შემდეგ შეძლო.