ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანს აქვს მორალური უფლება შეაფასოს ომბუდსმენის საქმიანობა

ირაკლი კობახიძე უჩა ნანუაშვილის საქმიანობის შესახებ იუსტიციის მინისტრის შეფასებას ეხმაურება.

“თეა წულუკიანს აქვს მორალური უფლება, რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა. ის საუბრობდა იმაზე, რომ სახალხო დამცველი წინამორბედებიდან ყველაზე უსამართლოა. რაც შეეხება დეპუტატის საპასუხო განცხადებას, ვფიქრობ, ეს არ იყო კორექტული. როდესაც საუბარია გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე, ის ჯერ გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს. მე აღარ მინდა გავაღრმავო დისკუსია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ, გუშინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს საქართველოში “პირველი უსამართლო ომბუდსმენი” უწოდა. წულუკიანის კრიტიკა დეკანოზის საქმეზე მომზადებულმა ნანუაშვილის ანგარიშმა გამოიწვია.

15 ნოემბერს სახალხო დამცველმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.

იტვირთბა....