მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და სხვ. აქტიურად მუშაობენ თავის ტვინის იმპლანტებზე. მალე გამოჩნდება მოწყობილობები, რომლებიც ადამიანებს ბუნებრივ შესაძლებლობათა გაზრდაში დაეხმარება.
რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა თავის ტვინის იმპლანტი წარმოადგინა, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის მეხსიერებას. ამ მოწყობილობას მნიშვნელოვანი შედეგები ექნება აშშ-ში და არამარტო, გავრცელებულ ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებათა მკურნალობაში.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ასოცირებული პროფესორმა დონგ სონგმა კი ვაშინგტონში გამართულ ნეირომეცნიერების საზოგადოების შეხვედრაზე წარმოადგინა თავისი ბოლო აღმოჩენები „მეხსიერების პროთეზის“ შესახებ. ეს მოწყობილობა პირველია ისტორიაში, რომელიც ეფექტიანად აუმჯობესებს ადამიანის მეხსიერებას.
მოწყობილობის გასატესტად, სონგის ჯგუფმა მიმართა 20 მოხალისეს, რომლებსაც ეპილეფსიის სამკურნალოდ, თავის ტვინში ჩადგმული ჰქონდათ ელექტროდების იმპლანტები.
მოხალისეების ტვინში იმპლანტაციის შემდეგ, სონგის მოწყობილობამ შეაგროვა მონაცემები მათი ტვინის აქტივობის შესახებ ტესტირების დროს და სტიმულირება გაუწია მოკლევადიან მეხსიერებას ან მუშა მეხსიერებას.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა განსაზღვრეს მეხსიერების ოპტიმალურ ქცევასთან დაკავშირებული ხასიათი და გამოიყენეს მოწყობილობის ელექტროდები, რათა მოგვიანებით ჩატარებული ტესტების შემდეგ, მოეხდინათ ტვინის სტიმულირება.
როგორც კვლევაზე დაყრდნობით გაირკვა, ასეთმა სტიმულაციამ მოკლევადიანი მეხსიერება დაახლოებით 15%-ით გააუმჯობესა, მუშა მეხსიერება კი 25%-ით. როდესაც მკვლევრები ტვინს ქაოსურად ასტიმულირებდნენ, შესრულების მაჩვენებელი გაუარესდა.
„ჩვენ ვწერთ ნევრალურ კოდს, რათა გავზარდოთ მეხსიერების ფუნქციები. მსგავსი რამ აქამდე არასოდეს გაკეთებულა“, — განაცხადა სონგმა.
2016 წელს, დემენციითა და ალცჰაიმერით დაავადებულთათვის გაწეულმა მოკლე და გრძელვადიანმა ხარჯებმა 236 მილიარდი დოლარი შეადგინა. ალცჰაიმერის ასოციაციის ცნობით, რაც უფრო სასტიკია პიროვბნების კოგნიტური გაუარესება, მით უფრო მაღალია მათი ოჯახის წევრთა დეპრესიის მაჩვენებლები.