ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ტოლერანტობის ქომაგის” წოდება გიგა ბოკერიასა და ხათუნა სამნიძეს მიენიჭათ

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს და ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას “ტოლერანტობის ქომაგის” წოდება მიანიჭა.

ხათუნა სამნიძე საქართველოში არ იმყოფება და მისი ჯილდო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცეს. გიგა ბოკერიას თქმით კი, ჯილდოს მიღება მისთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, პასუხისმგებლობაცაა.

“ეს ადამიანები გამოირჩევიან თავიანთი გამბედაობით და ტოლერანტობის ერთგულებით” – განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

“პასუხისმგებლობა საზოგადოების ყველა წევრს გვაქვს თავისუფლების დაცვის საკითხში, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში ვართ, ვისი მოვალეობაც არის სხვისი თავისუფლების დაცვა. ჩვენმა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში წინ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და ეს პირველ რიგში არის, ჩვენი, პოლიტიკოსების ბრალი, მათი, ვისი მოვალეობაც იყო აქ ბევრად მეტი პროგრესის მიღწევა.

თავისუფლებას ჰყავს ღია მტრები, ჩვენ მათ ვხედავთ ყოველდღე, მაგრამ ზოგჯერ ღია მტრებზე უფრო მეტი საფრთხე არიან ის ადამიანები, ვინც გულგრილობას იჩენს ამის მიმართ, ვინც კარს უღებს თავისუფლების მტრებს, ვინც საკმარისს არ აკეთებს თავისუფლების მტრების წინააღმდეგ და სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვლაპარაკობ, ჩვენს, ჩემს პასუხისმგებლობაზე მთელი ამ წლების განმავლობაშიც და დღესაც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენნაირი ხალხის წყალობით, ჩვენ ამ ქვეყანაში აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილსაც და გულგრილობასაც” – განაცხად ბოკერიამ დაჯილდოებისას.

ბოკერიასა და სამნიძის გარდა, რელიგიური და ეთნიკური საბჭოების სიგელი მწერლებს გურამ ოდიშარიასა და ლაშა ბუღაძეს გადაეცა. ამასთან, ტოლერანტის ქომაგის სიგელი გადაეცა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, გაზეთ “გურჯისტანსა” და მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს.

იტვირთბა....