მადრიდის ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, პოლიციამ დააკავა. ABC news ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებული თავდასხმის მოტივი ბანკის ძარცვა იყო.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი პოლიციას რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ თავად ჩაბარდა. სამართალდამცველების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბანკის ირგვლივ არსებული პერიმეტრი ამ დრომდე გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.