ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ მიჰყავს და ვის ტოვებს მოადგილეებად შს ახალი მინისტრი

სამთავრობო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, როგორც ჩანს, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აღნიშნულ თანამდებობას, სავარაუდოდ, ახალი მინისტრის პერიოდშიც შეინარჩუნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი გახარია შალვა ხუციშვილის უწყებაში, მის მოადგილედ დატოვებას გეგმავს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, შს მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ, შესაძლოა, ნინო ჯავახაძე დაინიშნოს, რომელიც გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროსაც მისი მოადგილე იყო. არაოფიციალური ცნობით, გახარია ჯავახაძის შს სამინისტროშიც გადაყვანის საკითხსაც აქტიურად განიხილავს.

იტვირთბა....