საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილზე აცხადებს, რომ ის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოში. წულუკიანი ომბიდსმენის მიერ “ციანიდის საქმეზე” გამოქვეყნებულ ანგარიშს და შენიშვნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ნანუაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.
„მართალი გითხრათ ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენი საქმიანობის მიმართ, არასწორი შეხედულებები აქვს. ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოში, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, პროკურორი ცდილობს გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც განსაკუთრებით, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი და სწორედ პროკურატურა არის ის ორგანო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი. უჩა ნანუაშვილი აბობს, რომ პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლოა.