ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულები ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ

მთავარ პროკურატურასთან, სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა მათ კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს.

დაზარალებულები მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ასევე ითხოვენ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ წევრები და დირექტორი გიორგი მაჭავარიანი პასუხისგებაში მისცენ, როგორც იურიდიული პირები.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ბანკების მიმართ მათ რამდენიმე ათეული ათასი ლარი ვალი დაუგროვდათ, რომელსაც პროცენტებიც ემატება.  ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე დაზარალებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობითაც დაასრულა.

სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” რამდენიმე თვის წინ ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრში ხელოვნურად იყო გაჩენილი.

იტვირთბა....