ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გირგვლიანი ჩვენი პარტიის შეცდომაა და ის ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო”

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრის კოტე იოსელიანის განცხადებით, სანდრო გირგვლიანი მათი პარტისი შეცდომა იყო.  კოტე იოსელიანმა  ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. მისი თქმით, ის და სანდო გირეგვლიანი მეგობრები იყვნენ და ერთ ქუჩაზე გაიზარდნენ. იოსელიანის განცხადებით, ის  და გირგვლიანი  ირინა ენუქიძეს, რომელსაც ტურისტული კომპანია ჰქონდა,  ეგვიპტეში და დუბაიში დაჰყავდა.

„სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვირეშმაკობა, რომ თქვენ გაქვთ განცდა, რომ ახლა არის სიახლე და ხელისუფლება არის ახალი, ეს არ არის ახალი ხელისუფლება, ეს ხელისუფლება 6 წელია არის. ამაზე საუბრის მორალური უფლება იქიდან მაქვს, რომ სახელმწიფოს წარმატების მთავარი ამოცანაა ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ჩვენ შევქმენით პოლიციის რეფორმა, ჩვენ აღვადგინეთ ქართული არმია, ჩვენ შევქმენით ქართული დიპლომატია, რომელიც ყველაზე წარმატებული იყო. ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური განვითარება, შევქმენით ტურისტების ახალი ნაკადის შეუქცევადი პროცესი საქართველოში, ჩვენ განვავითარეთ ფისკალური პოლიტიკა. ნებისმიერი მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობა“ იყო წარმატებული ხელისუფლება და ყველა მიმართულებით, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, „ქართული ოცნება“ არის უკან.

სანდრო გირგვლიანი იყო შეცდომა „ნაციონალური მოძრაობის“. არც ერთ ეთერში მე ეს არ მითქვამს, მე და სანდრო, ვიყავით მეგობრები, ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ. სანდროს დედას ჰქონდა ტურისტული კომპანია 90-იან წლებში, როდესაც აქ დენი და გაზი არ იყო, მე და სანდრო დუბაიში დავყავდით, როცა არავინ იცოდა დუბაის არსებობა, ხან ეგვიპტეშიც. ასეთი მეგობრები ვიყავით მე და სანდრო. დიახაც, სანდროს მიმართ ძალიან ცუდი ნაბიჯები გადაიდგა, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციის თემა“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

იტვირთბა....