საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს თამაზ შავშიშვილს უკრაინის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. მისი თქმით, ჟურნალისტი, რომელიც უკრაინაში მისი საქმიანობის გასაშუქებლად იყო მივლინებული ბინადრობის უფლება გაუუქმეს.
„ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს თამაზ შავშიშვილს, რომელიც ჩემი საქმიანობის გასაშუქებლად უკრაინაში იყო მივლენილი, ბინადრობის უფლება გააუქმეს. შავშიშვილმა დაუყონებლივ უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან ”ქვეყნის უსაფრთხოებას” ემუქრება“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების დოკუმენტის ფოტოსურათსაც აქვეყნებს.