ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას აზერბაიჯანში ნგრევა და ხანძარი მოჰყვა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას აზერბაიჯანში ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. ეპიცენტრი ქალაქ ბარდაში დაფიქსირდა. აზერბაიჯანი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აგდამის რაიონში დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ხოლო ელექტრომომარაგების სისტემის ერთ-ერთ პუნქტზე ხანძარი გაჩნდა.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. სპეციალური კომისია ზარალის ოდენობას ითვლის. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 135 კილომეტრში, 23:45 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდას შეადგენდა. რამდენიმე საათში განმეორებული მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე კი 3 ბალს.  რყევები იგრძნობოდა თბილისშიც.

იტვირთბა....