ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულის მერს მხოლოდ კაცები შეხვდნენ: მერმა მათი პრობლემები მოისმინა

მარნეულის ახალი მერი თემურ აბაზოვი სოფელ კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

მერმა მოსახლეობისგან მათი პრობლემები მოისმინა.

მარნეულის რადიოს ინფორმაციით, შეხვედრას მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მისულების თქმით, მათი ცოლებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი მიზეზად სადილის კეთება დაასახელა.

რადიოსს ცნობით, მარნეულის მერი კაცებს დაეთანხმა და თქვა, რომ ქალებს სადილი აქვთ გასაკეთებელი.

იტვირთბა....