ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დამოუკიდებელ ქალზე ცნობა არქეოლოგებმა V საუკუნის მოზაიკაზე იპოვეს

ებრაელმა არქეოლოგებმა გალილეაში მოზაიკა იპოვეს. მოზაიკაზე არის წარწერა, სადაც ადრეულ ქრისტიანულ ხანაში ქალის როლზე არის საუბარი.

ამის შესახებ ებრაული გამოცემა “Times of israel”-ი იუწყება.

მეცნიერების მიერ ნაპოვნი V საუკუნის მოზაიკაზე, ვინმე სუსანას (ან შოშანა) ხსოვნაზე წერენ, რომელიც ეკლესიის მშენებლობის დამფინანსებელი იყო.

არქეოლოგიურ გათხრები ებრაელმა მეცნიერებმა მორდეხაი ავეამმა და იაკობ აშკენაზიმ განახორციელეს.

არქეოლოგებმა გააოცა ის ფაქტი, რომ სუსანა თავისი მეუღლის ან მეურვის გარეშეა აღწერილი. ქალების მეუღლეებით აღწერა მიღებული იყო რომისა და ბიზანტიის იმპერიებში. არქეოლოგების აზრით, ეს ამტკიცებს იმას, რომ ქალებს ადრექრისტიანულ პერიოდში საზოგადოებაში მაღალი სტატუსი ჰქონდათ. მათივე თქმით, სუსანა დამოუკიდებელი ქალი იყო და ეკლესიის ასაშენებლად ფული საკუთარი ჯიბიდან გაიღო.

მანამდე ეს თეორია მხოლოდ გადმოცემებითა და მოწამე ქალების ისტორიებით იყო ცნობილი.

იტვირთბა....