ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმეზე ადვოკატები ნანუაშვილის ანგარიშს მტკიცებულებად გამოიყენებენ

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილი ანგარიში დეკანოზ გიორგი მაამლაძის საქმეზე, დეკანოზის ადვოკატებმა შესაძლოა სააპელაციო სასამართლოში დამატებით მტკიცებულებად წარადგინონ. ამის შესაძებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

“ფაქტია, რომ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად ჩვენზე გადმოვიდა. სახალხო დამცველმა საკუთარი დასკვნით დაადასტურა ის გარემოებები, რასაც ემსახურებოდა სასამართლო პროცესის დახურვა. თვით მოსამართლემაც კი, იმდენად არასაკმარისი იყო მტკიცებულებები ანგარებისთვის, გააგრძელა რა დავალების შესრულება, ერთადერთი მოიფიქრა და გადააკვალიფიცირა შურისძიებაზე. ანგარების მოტივისთვის არ იყო საკმარისი ეს მტკიცებულებები და შურისძიებითვის როგორ აღმოჩნდა, ჩემთვის გაუგებარია. მოსამართლეს ეს განაჩენი დამოუკიდებლად არ გამოუტანია. მართლმსაჯულება არ შედგა. ბესიკ ბუგიანიშვილს საკუთარი შინაგანი რწმენით რომ ეხელმძღვანელა, ის აუცილებლად გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. მან უბრალოდ შეასრულა დაკვეთა და გააგრძელა ის პროცესი, რაც ჰქონდა დაწყებული პროკურატურას და გამოძიებას”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ომბუდსმენმა დეკანოზის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. ნანუაშვილის თქმით, მისი აპარატი იყო ერთადერთი ნეიტრალური ორგანო, რომელმაც პროცესის მონიტორინგი განახორციელა.

იტვირთბა....