ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტი: აღმოსავლეთ პარტნიორმა ქვეყნებმა რეფორმებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

ბრიუსელში დაგეგმილ სამიტამდე ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

ევროპარლამენტში სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს, რომელსაც კენჭი დღეს უნდა ეყაროს.

რეფორმების გატარების კუთხით დეპუტატებმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საქართველოს მიმართ ევროგაერთიანებამ მეტად ეფექტური და თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას. გაყინული კონფლიქტების მოგვარებასა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში კი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირი უნდა დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

იტვირთბა....