გია გაჩეჩილაძე სამთავრობო ოპტიმიზაციის პროცესს ეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი სურვილია, გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელი სტრუქტურის სახით დარჩეს.
“ამით გამოიკვეთება სახელმწიფოს სტრატეგია როგორც შიდა, ასევე საგარეო თვალსაზრისით, რომ ჩვენ ერთ-ერთ სერიოზულ პრიორიტეტად გვაქვს გარემოს დაცვის საკითხები. იმიტომ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ და ასოცირების შეთანხმების თანახმად, ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი არის ეს”,- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ოპტიმიზაციის შედეგად, ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა.