ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი დაუჭირეს.
ქვეყანაში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 61,6%-მა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დაუჭირა მხარი.
რეფერენდუმს სავალდებულო ძალა არ ჰქონია, თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მალკოლმ ტერნბულის თქმით, კანონი შობისთვის ამოქმედდება.
რეფერენდუმში მონაწილეობა 12,7 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 79,5%-ს შეადგენს.