ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქალზე ძალადობა: სასამართლომ ყოფილ ქმარზე შემაკავებელი ორდერი გასცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალზე ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი გამოწერა. საქმე ეხებათ ყოფილ მეუღლეებს. როგორც დადგინდა, ყოფილი ქმარი ყოფილ ცოლზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

“მოძალადეს, ასევე აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახით ურთიერთობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქალზე, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა მუდმივ შიშს. სასამართლომ, 6 თვის ვადით გამოსცა დამცავი ორდერი, რომლითაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება განისაზღვრა.

დამცავი ორდერი ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმია. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. მიმდინარე წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით 171-მა განმცხადებელმა მომართა; გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე სასამართლოსთვის მომართვიანობამ 16,3%-ით იმატა”, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

იტვირთბა....