“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირმა ინაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ მსჯელობს.
“უკაცრავად, მაგრამ ირმას გასაგებია, რომ სჭირდება უფასო სარეკლამო დრო, საკუთარი თავის, საკუთარი პარტიის პიარი ჩვენ მის დღის წესრიგს ვერ მოვერგებით. კონსტიტუციიური რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი, აქედან გამომდინარე, მივყვებით იმ დღის წესრიგს, რომელიც კანონით არის გათვალიწინებული და რომელიც უკეთესია იმისთვის, რომ რეალურად განვიხილოთ მათ შორის სამეცნიერო წრეებთან ის 4 ცვლილება, რომელიც დაანონსებულია და კონსტიტუციის პროექტში,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.