ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ გიორგაძე: საშტატო განრგი მცირდება, როგორც სპორტის, ასევე კულტურის სამინისტროშიც

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

“მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც ეფექტური მმართველობის გაუმჯობესებას გულისხმობს. შემოთავაზებული ცვლილებები გულისხმობს გარკვეული სამინისტროების შერწყმას, რაც ადმინისტრაციული მიმართულებით ხარჯებზე აუცილებლად პოზიტიურად აისახება – მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა. ამ დღეების განმავლობაში ხშირად ისმოდა შეკითხვები კონკრეტულ ციფრებთან მიმართებაში, იმ დანაზოგების ნაწილში, რომელიც ადმინისტრაციული მიმართულებით გაკეთდება. თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს მთავრობაზე, რომლის შემდეგაც უკვე კონკრეტული ციფრები გახდება ცნობილი. მე ვფიქრობ, შემდეგი სხდომისთვის თითოეული მინისტრი, სადაც მოხდა ასეთი შერწყმა, იქნება მზად, რომ კონკრეტული გეგმა წარუდგინოს მთავრობას.

რაც შეეხება შტატების შემცირებას, თითოეულ ადამიანზე ფუნქციების გადანაწილების შემდეგ ჩვენ ვნახავთ როგორც რაოდენობრივად, ისე უწყებრივად სად რამდენი შტატი შეიძლება შემცირდეს. სულაც არ ვგულისხმობ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ სპორტის სამინისტროს საშტატო განრიგზე აისახება ეს. თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ, ორივე საშტატო განრიგის თავიდან გადახედვა მოხდება. ახლა ზუსტ ციფრებს ნუ მომთხოვთ, იმიტომ რომ ამაზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

იტვირთბა....