მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე სამთავრობო რეფორმის მნიშვნელობაზე კომენტარს აკეთებს.
„მმართველობის რეფორმა არის პრემიერ – მინისტრის და მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ბუნებრივია, რეფორმები ამ მიმართულებით გრძელდება. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი და სჭირდება დრო, რომ მოხდეს დეტალურად განხილვა, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და რომელი სამსახურები სად გადადის. პირველ რიგში, ეს არის გამიზნული იმისათვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, კოორდინაციის მექანიზმები გახდეს კიდევ უფრო სწრაფი და მოქნილი და ამის შემდეგ ძალიან მნიშვლენოვინია, რომ მთავრობის შეცირება მოცულობაში იწვევს ასევე ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია მთავრობის მიმდინარე ხარჯების ერთნახევარ პროცენტიან შემცირებაზე. რა მიმართულებით მოხდება რესურსების გამოთავისუფლება ამას დავინახავთ მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი დეტალურ გეგმას წარმოადგენს პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.