ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 185-მა ახალწვეულმა ფიცი დადო

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგები 185 წვევამდელით შეივსო. ახალწვეულებმა სამსახურის მოსამსახურის ფიცი სიმბოლურად შინდისის გმირების მემორიალთან დადეს.

სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცეს და წარმატებული სამხედრო სამსახური უსურვეს.

დღეიდან ერთი წლის განმავლობაში ახალწვეულები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურს გაივლიან.

ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ წვევამდელებმა სდსს თანამშრომლემთან ერთად მემორიალის მინდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სდსს-ში სამხედრო სამსახურის მოხდა შესაძლებელი იქნება როგორც საკონტრაქტო, ისე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე, საკონტრაქტო სამსახურისთვის საჭირო წვევამდელთა რაოდენობა 150 იყო, თუმცა რეალურმა 103 წვევამდელი მიიღეს. კლება დაფიქსირდა 2016 წლის საშემდგომო გაწვევის დროსაც – 270 კადრის ნაცვლად, 156 მიიღეს, ხოლო 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევისას 200 პირის ნაცვლად, 109 აიყვანეს.

იტვირთბა....