aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან იზორიას ვიზიტი აშშ-ში: მხარეებმა თავდაცვის სფეროს საკითხები განიხილეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საბიუჯეტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ს სენატში, სენატორმა ლინდსი გრეიემმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ამერიკელ სენატორს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე სენატორმა გრეიემმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა და სურვილი გამოთქვა, კვლავ ესტუმროს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს მიღწეულ პროგრესს. თავდაცვის მინისტრმა ლინდსი გრეიემს ქართველი ხალხის და თავდაცვის უწყების სახელით მადლობა გადაუხადა იმ მზარდი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს.

„განსაკუთრებით წელს და მომავალ წელს ეს იქნება მასშტაბური დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში სამაგალითო, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მომზადების ცენტრის ჩამოყალიბებას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რაც ასევე, ითვალისწინებს ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას 9 ბატალიონისთვის და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ასევე, შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად. პარალელურად, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც აღებული გვაქვს ავღანეთში, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ორი კომპონენტი, როგორც საერთაშორისო მისიებში ჩვენი აქტიურობის, ასევე ადგილზე მაქსიმალური, ნატოს სტანდარტების შესაბამისი წვრთნებისა და შეფასების განხორციელებისა, იქნება მომავალ წლებში უზრუნველყოფილი იმ მასშტაბური დახმარებით, რომელსაც ვიღებთ აშშ-სგან,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს. დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან.

იტვირთბა....