ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: ყველამ ერთხმად აღიარა, რომ მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე იმ დასკვნას გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს საქართველოს ღვინის უძველეს სამშობლოდ აღიარებას.

“4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ ყველას გიხარიათ, რომ მეცნიერემა სხვადასხვა ქვეყნებიდან დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გავქვს საშუალება ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით პოზიტიურად წარმოვაჩიმოთ საერთაშორისო ასპარეზზე,”- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც არის აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი PNAS სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიასა და ისრაელიდან.

სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული კვლევის შესახებ. კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ 8000 წლის წინ აყენებდნენ.

იტვირთბა....