ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ მისი სახლის წინ მამაკაცმა ლოტკინზე, თვითმკვლელობის მიზნით თავი დაიწვა.
,,თავი დაიწვა ტიპმა ჩემი სახლის კართან. ქირით ცხოვრობდა უბანში. ცოლი გაშორდაო , ეჩხუბებოდაო ნუ სვამო და ეხლა მთვრალი მოვიდა, ჩემგან 5 სახლის შემდეგ ცხოვრობს, თან ჩემ კართან სადაც ორი მანქანა გვიყენია , ერთი გაზზე მომუშავე და იქ გადაისხა ბენზინი და წაიკიდა ცეცხლი. სასწრაფო და სახანძროა მოსული”, – წერს ნინო ჭელიძე.
ამ დროისთვის, მამაკაცის მდგომარეობა, მძიმეა.
ამის შესახებ “პრაიმტაიმს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
დაშავებული დამწვრობის ცენტრში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დაახლოებით 3 საათის წინ თვითმკვლელობა სცადა.
1993 წელს დაბადებული ახალგაზრდა კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან თვითმკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო გადაწყვიტა.