ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ენმ-ს აქცია ე.წ. მატროსოვის ციხესთან: “პროტესტს ვუცხადებთ ბერა ივანიშვილის საქართველოს”

“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ე.წ. მატროსოვის ციხესთან აქცია გამართეს. ისინი ადვოკატ გოგა ონიანის პატიმრობის პირობებს აპროტესტებენ.

„ვინაიდან ბერა ივანიშვილის პირად ინტერესებს, მის მეგობარს ეხებოდა საქმე, არა მოსამართლემ, არამედ ისევ ბერა ივანიშვილმა დაჰკრა ჩაქუჩი და გოგა ონიანი საპყრობილეშია. ჩვენ ამ საპროტესტო აქციით, პროტესტს ვუცხადებთ ბერა ივანიშვილის საქართველოს. ჩვენ არ გვინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება,“ – აცხადებს კობა ხაბაზი.

ადვოკატი ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ დღეს, გოგა ონიანის გარდა, კიდევ ბევრი პოლიტპატიმარია, რომელთა რაოდენობაც იზრდება.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ონიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მას 4 წლითდა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა.

იტვირთბა....