aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “ელ მუნდო” იუწყება.

გამოცემის ცნობით, პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო.

გამოძიების ცნობით, დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც ბინის მფლობელი დაშავდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

პოლიციამ ასევე დააკავა მძარცველის თანამზრახველი, რომლიც სამართალდამცავების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სავარაუდოდ, ისიც წარმოშობით ქართველია. პოლიციის ცნობით, დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.

იტვირთბა....