ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაპირებ ჩავაბარო და ამერიკაში სასწავლებლად წავიდე”

განათლების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ის საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში აპირებს. ასევე ჯეჯელავა ამბობს, რომ  ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს.

”ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.

2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

წყარო: “პირველი რადიო”

 

იტვირთბა....