ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და თავი ჩამოიხრჩო”

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე, სადაც წიგნის მაღაზიაში შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც ინციდენტის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა, facebook-ზე მომხდარს აღწერს და აღნიშნავს, რომ მამაკაცი 45 წლის წიგნის გამყიდველი იყო.

„მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი. დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის. იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა… უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული… ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა – მეწიგნე მიშკამ… ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს… დღეს, საღამოს მოხდა ეს….” – წერს ნანა აკობიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნის მაღაზიაში თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

იტვირთბა....