გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, ბახტრიონის 12–ში მდებარე აფთიაქი “ფარმადეპო” გაქურდეს. მძარცველები შესასვლელი კარებიდან არიან შესულები. შემთხვევის ადგილზე, ამ წუთისთვის პოლიციაა მობილიზებული. თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. სამართალდამცველები ანაბეჭდებს იღებენ.
“მეტრონომი” შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილობრივები ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ, თუმცა, როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გატეხილის რკინის სეიფი. წაიღეს თუ არა და რა რაოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა ამ ეტაპზე უცნობია. “მეტრონომმა” შემთხვევის ადგილზე ფოტოს გადაღება მოახერხა.
“მეტრონომი” დაუკავშირდა აღნიშნული აფთიაქის ხელმძღვანელს, თუმცა, ქალბატონმა ნონამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა და პოლიციისკენ გადაგვამისამართა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც “მეტრონომმა” შეიტყო, გუშინ ღამით ერთ-ერთი კომერციული ობიექტის გაძარცვის მცდელობა იყო ვარკეთილშიც.
“მეტრონომი” დაუკავშირდა პოლიციას. ისინი ამ ეტაპზე არკვევენ ორივე შემთხვევის დეტალებს და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, “მეტრონომი” მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას.