პარლამენტში დედაქალაქის საკრებულომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილება წარადგინა. ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.
როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი განმარტავს, მომხმარებელს, დღეის მდგომარეობით არ შეუძლია გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქტის ძირითად მახასიათებლებს, რადგან საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქციის უმრავლესობას არ ახლავს ანოტაცია სახელმწიფო ენაზე
„მიზანშეწონილია, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რათა მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა ქართულ ენაზე ფარმაცევტული პროდუქტის ისეთი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა სხვა ფარმაცვტულ პროდუქტებთან ურთიერთქმედება, მიღების წესი და დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი გაიზიარებს ამ ინიციატივას, ცვლილება ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა.