ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვალების გამო დაკარგული ბინა: წინასწარი ინფორმაციით, სტადიონთან მოვაჭრემ თავი ჩამოიხრჩო

დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის აღნიშნული მაღაზიის მოვაჭრეა, რომელსაც ვალი ჰქონდა, ბინა დაკარგა და შედეგად თავი ჩამოიხრჩო.

ინფორმაციას მამაკაცის გარდაცვალების შესახებ imedinews.ge ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ბრიგადები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

იტვირთბა....