ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხერხემალი ბამბუკის ჯოხივით მაქვს”: დავითაშვილს იშვიათი დაავადება დაუდგინეს

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ მას იშვიათი დაავადება დაუდგინეს. დავითაშვილის თქმით, მას  მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ბეხტერევის დაავადება სჭირს. მისი განცხადებით, სამწუხარო ის არის, რომ ეს დაავადება ბოლომდე გამოკვლეული არ არის და შესაბამისად მისი მკურნალობაც რთულია.

“ეს არის აუტონომიური დაავადება, როდესაც შენივე იმუნური სისტემა, რომელიც სხვა დაავადებებს უნდა ებრძოლოს, ებრძვის შენივე ორგანიზმს. ამ დაავადების დიაგნოზირება საკმაოდ რთულია და სანამ არ გამოიკვეთება ნიშნები, უჭირთ დიაგნოზირება, ამ დაავადების იშვიათობის გამო და იმის გამოც, რომ სისხლის ანალიზისა და/ან სხვა რაიმე ფორმით მისი აღდგენა ძნელია. ხერხემალი ბამბუკის ჯოხივით მაქვს.

დაავადების გამომწვევი მიზეზია ან ტრავმა, ან ინფექცია. ჩემს შემთხვევაში მიზეზი ტრავმა გახდა. როგორც წესი, ამ დაავადების გამოვლენა ხდება საშუალოდ 10 წელიწადში. ასე, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 10 წელი გავიდა და შესაბამისად, დაავადებამ 10 წლის შემდეგ იჩინა თავი. დარტყმის შედეგად კისრის მალებში ორი ხრტილის ჩავარდანა მოხდა, ამ მომენტში ჩემმა ორგანიზმმა აღიქვა, როგორც უცხო სხეული, თითქოს რაღაც შემერჭო და დაუწყო ბრძოლა, ახლა უკვე მთელი ხერხემლის ანთება მაქვს.

უსიამოვნო რაც ახლავს, ეს არის, ფეხებიდან იწყება და ზევით ამოდის სპაზმი, ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჩოფეხებზე ვდგავარ და ეს სპაზმთან ერთად ხელს მიშლის სიარულში და ძნელად დავდივარ. თუმცა, მოძრაობა სავალდებულოა, რადგან, თუ გაჩერდი, მთლიანად გაშეშდები“,- აცხადებს  დეპუტატი.

კობა დავითაშვილის თქმით, მისი დაავადება არ იკურნება. ახლა კი მკურნალობის ამოცანაა შემსუბუქდეს ტკივილები, რომ სიარული უფრო უკეთესად შეძლოს. დავითაშვილის განცხადებით, ახლა მედიკოსების მთავარი ამოცანა მხოლოდ ისაა, რომ ვითარება კიდევ უფრო არ გაუარესდეს.

წყარო: ალია

 

იტვირთბა....