თბილისის მერიის ახალი მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული სატენდერო ხელშეკრულებების გადახედვა იგეგმება . მისი თქმით, გადახედვის შემდეგ ეცოდინებათ კონკრეტული მიმართულბები, რა და როგორ შეცვალონ. ბენდელიანის განცხადებით, ყველა ხელშეკრულება თბილისზე და თბილისელების კეთილდღეობაზე იქნება მორგებული.
„როგორც სამარშრუტო ტაქსებზე, ასევე ნებისმიერ სხვა პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს ხელშეკრულებების გადახედვა. გადახედვის და გაცნობის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტული მიმართულებები, რა შეიცვლება. თუმცა, ყველა მოქმედება იქნება მოსახლეობაზე და თბილისის კეთილდღეობაზე მორგებული“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, ქალაქში არსებობს რამდენიმე სახის პრობლემა, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს. ასეთებად ბენდელიანმა საცობები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ინფრასტრუქტურა დაასახელა.