aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის უწყებებში 2 203 თანამშრომელი მუშაობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და მასში შემავალ ექვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ერთ საქვეუწყებო დაწესებულებაში 2 203 თანამშრომელი მუშაობს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, (რომელიც უქმდება და ნაწილი ეკონომიკისა და ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროებს უერთდება) ექვსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ერთი საქვეუწყებო დაწესებულება შედის. ჯამში იქ დღევანდელი მონაცემებით, 2 203 თანამშრომელი მუშაობს.

ბიუჯეტის 2018 წლის პროექტის მიხედვით, მათი შრომის ანაზღაურება 21 მილიონ 521 ათას ლარი უნდა ყოფილიყო.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით წარმოდგენილ მონაცემების თანახმად, გარემოს დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, რეგულირება და მართვა – მომუშავეთა რიცხოვნობა 187.0 შრომის ანაზღაურება 3,829.0
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი – მომუშავეთა რიცხოვნობა – 417.0 შრომის ანაზღაურება – 6,312.0

დაცული ტერიტორიების სააგენტო – მომუშავეთა რიცხოვნობა 574.0 შრომის ანაზღაურება -3,535.0

ეროვნულ სატყეო სააგენტო – მომუშავეთა რიცხოვნობა – 972.0 შრომის ანაზღაურება 6,900.0

ეროვნული საშენი მეურნეობა -მომუშავეთა რიცხოვნობა -12.0 შრომის ანაზღაურება -150.0

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი – მომუშავეთა რიცხოვნება -17.0 შრომის ანაზღაურება 305.0

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო – 24.0 შრომის ანაზღაურება – 490.0

წყარო: 1tv.ge

იტვირთბა....