აუდიტორული მომსახურება წარმოადგენს ნებისმიერი ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ კონტროლის მექანიზმს, რომლის მთავარი ამოცანაა ფინანსური ინფორმაციის სანდოობის და გამჭვირვალობის დონის ზრდა.
აუდიტორული შემოწმება ტოპმენეჯერების საქმიანობის შედეგების კონტროლის ყველაზე მთავარიფორმაა. ზოგადად კონტროლი მართვის მნიშვნელოვანი ფუნქციაა და საფინანსო სახსრების მართვის სფეროში რეგულირების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების შედეგად იზრდება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის დონე.
აუდიტის ამოცანაა-კლიენტის ფინანსური მდგომარეობის რეალური ასახვა, საიმედოობის გაზრიდის ხარჯზე ინვესტორების და კრედიტორების მოზიდვა-გაზრდა, აგრეთვე მყიდველებისთვის უფრო მეტად საიმედო და კომფორტული გარემოს შექმნა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ ასეთ შემოწმებას აწარმოებს და დასკვნა გამოაქვს დამოუკიდებელ პირს.
აუდიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს აღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაშიც იგულისხმობა, რომ აუდიტორულ კომპანიაში უფრო მაღალიხარისხის პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც ზუსტად და თანამიდევრულად პასუხობენ და მიყვებიან ბიზნესის ის წინაშედასმული ამოცენების გადაწყვეტის დროს არსებული აღრიცხვიანობის განვითარება-მოდერნიზებას. დღეს ეს აქტუალური აევროკავშირთან დაახლოების კუთხით.
ამ თემაზე სასაუბროდ აუდიტორიულ კომპანიას „არბიტრანს“ მივმართეთ. კომპანია 2015 წლის 1 მარტიდან ოპერირებს აუდიტის ბაზარზე. როგორც უდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის დირექტორმა გოჩა ჭოლოკავამ განგვიცხადა, აუდიტორული მომსახურება გულისხმობს, სხვადასხვა წინადადებისა და რეკომენდაციის შემუშავებას, რომლებიც შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების, უზუსტობების გასწორებისკენ არის მიმართული.
ის ითვალისწინებს ხელმძღვანელობისათვის კონსულტაციების საშუალებით დახმარების გაწევას აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრისა და დაგეგმვის სფეროში, აგრეთვერეკომენდაციების მიწოდებას შიდაკონტროლის სისტემების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით.
გოჩა ჭოლოკავას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა ქვეყანამ გამოხატა ქვეყნის მოსახლეობის სურვილი და ევროპისკენ სწრაფვა დაიწო, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ამის შემდეგ, ერთ-ერთი პირობა ზუსტად ის არის რომ საქართველო ბიზნესის კუთხით ევროპულ კანონებს დაექვემდებაროს და სააღრიცხვო სისტემის გაუმჯობესება მოხდეს. პასუხად ზემოდ დასმული ამოცანებისა ფინანსთა სამინისტროში შეიქნმა სპეციალური საზედამხედველო ორგანო, რომლიც აუდიტის კუთხით მონიტორინგს აწარმოებს.
მისი თქმით, აღრიცხვის ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჭოლოკავა ამბობს, რომ საქართველლოში თითქმის ყველა კომპანია შეპესეა და როგორც წესი კომპანიასაც ის ხალხი მართავს, რომლებიც დამფუძნებლები არიან.
თუმცა, მისი განცხადებით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და აღმასრულებელი დირექტორები სხვები გახდებიან, რადგანაც ეს ბიზნესის კანონია. აქედან გამომდინარე დამფუძნებელი და დირექტორი სხვადასხვა ადამიანები იქნებიან. ამის შემდეგ კი, ბიზნესის მფლობელისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ აღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესება მოხდეს და კომპანიაში ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართოს.
რას ნიშნავს სავალდებულო აუდიტი. ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში, ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება ერთიანი სტანდარტების მიხედვით, რაც ნიშნავს იმას რომ ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ (რიგ შემთხვევებში არაეკონომიკურ) საქმიანობას, ბუღალტრულ თუ ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებს ერთი სისტემის მიხედვით (ევროპის უმეტეს ქვეყანაში შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა/ანალიზი ხდება ერთნაირად).
გარდა ამისა, ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს კონკრეტული ჯგუფი კომპანიებისა, რომლებიც ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გამოაქვეყნონ თავიანთი კომპანიების აუდიტის დასკვნები.
ესენია მაღალი შემოსავლის (ასევე აქტივების ღირებულება და დასაქმებულთა რაოდენობა) და საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე კომპანიები. მაგალითისთვის, როგორც საზოგადოების ინტერესის მქონე კომპანია, შესაძლებელია დავასახელოთ ბანკები. კომერციული ბანკები, საკუთარი ფინანსური ინფორმაციის საჯაროობით, იცავს მომხმარებლების ინტერესებს. ინფორმაციის გამჭვირვალობა ეხმარება მომხმარებელს, მაგალითად ბანკის სტაბილურობის განსაზღვრაში და სამომავლო ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში“,-აცხადებს გოჩა ჭოლოკავა „მეტრონომთან“.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ინვესტორი ან კომპანიის დამფუძნებელი დარწმუნებული იყოს, რომ მისი ბიზნესის აღრიცხვიანობა სწორად ხდება და მას ფულს არავინ უმალავს. ჭოლოკავას განცხადებით, კომპანიის აღრიცხვა რომ გამართული იყოს ყველას სურვილია, რადგანაც ეს ბიზნესის რეალური მდგომარეობის დანახვის საფუძველს იძლევა.
აუდიტორის განცხადებით, სანამ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა, კომპანიისმფლობელები მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფოს წინაშე ყოფილიყვნენ მართლები და არსებული სავალდებულო გადასახადები ეხადათ. მისი აზრით, რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ამ კუთხით ბიზნესმენებმა არსებული ვალდებულებები შეასრულონ, თუმცა კომპანიის მფლობელებს თავად უნდა ჰქონდეთ სწორი და რეალური სურათი მის საკუთრებაში მყოფბიზნესში რა ხდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კომპანიაში სწორი ფინანსური აღრიცხვა მოხდეს.
„ფინანსური აღრიცხვის გარეშე, შესაძლოა ბიზნესმენმა ერთ დღეს აღმოაჩინოს, რომ ფული აღარ აქვს. მას ვთქვათ, რაღაც დანადგარის ყიდვა ან საქონლის შემოტანა სურს, თუმცა ნახავს, რომ ამისთვის საკმარისი თანხები არა აქვს. ან შეიძლება აქტივებში და ბალანსში გაბერილი აქვს, რომ რომელიმე კომპანიას მისი ვალი აქვს, თუმცა შეიძლება ეს კომპანია გაკოტრებულია და მან ეს არ იცის. ან აღმოჩნდეს, რომ რომელიმე აქტივი უნდა ჩამოეწრა, თუმცა ეს არ გააკეთა და მცდარი სურათი აქვს. ჰგონია ქონება, აქვს მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს აქტივები გაუფასურებულია.
ზოგადად ბიზნესის დაწყებას აუცილებლად გაყიდვები სჭირდება, თუ არ ყიდი არაფერს ბიზნესის წარმოებას აზრი არა აქვს. თუმცა, თუ „ფულს არ ითვლი“, სხვა რამის დაგეგმვას და ბიზნესის განვითარებას ვერ შეძლებ. არსებობს ასეთი ცნება, „ბიზნესის ღირებულებეთა ჯაჭვი“. მართალია აღრიცხვიანობა პირველ ადგილაზე არ არის მოცემულ „ჯაჭვში“, თუმცა არც ბოლოს იკავებს. შეგიძლია ბიზნესი აწარმოო აღრიცხვიანობის გარეშე, თუმცა ძალიან მალე აღმოაჩენ რომ გაკოტრდი.
აღრიცხვიანობაში მთელი ბუღალტერია იგულისხმება. ეს არის ყოველი სამეურვეო ოპერაციის სწორად აღრიცხვა. შესაბამის ტრანზაქციების სწორად გადატანა, საიდანაც საბოლოო ჯამში, ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით, სწორი და უტყუარი ანგარიშწორება გამოდის“,-აცხადებს გოჩა ჭოლოკავა „მეტრონომთან“საუბარში.