სამთავრობო ცვლილებების განხორცილების შედეგად თანამდებობა დატოვეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა. ასევე მინისტრის პორტფელი დაკარგეს შს ამჟამინდელმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.
პრემიერმა კვირიკაშვილმა თამაშგარეთ დარჩენილ მინისტრებზე მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი გუნდში რჩებიან, თუმცა, მას აქცენტი მათ სამომავლო კარიერაზე არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, დღეს კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ახალი მინისტრობის კანდიდატების და სამინისტროების სია წარმოადგინა.