უკვე გაირკვა ვინ შეცვლის განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განათლების მინისტრის პოსტზე. სავარაუდოდ, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი იქნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ გამართული კონსულტაციებისას არჩევანი სწორედ ჩხენკელზე შეაჩერა.
კონსულტაციები გვიან ღამემდე გაგრძელდა. მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება. პრემიერ-მინისტრი საგანგებო ბრიფინგს დღეს 11:00 საათზე გამართავს.