როგორც ცნობილი გახდა, ქუთაისში 124-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი დაფიქსირდა.
საქმე ის არის, რომ საარჩევნო უბანზე კომისიიდან გაწვეული “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხმის მისაცემად მივიდა. აღნიშნული პირი, შესაბამისად, სპეციალურ სიაში არ აღმოჩნდა, რის გამოც მას უბანი დაატოვებინეს.
უბნის თავმჯდომარის ნათია ნაცვალაძის თქმით, პარტიამ თავისი წევრები კომისიიდან გაიწვია და მათ უბანზე ყოფნის უფლება არ აქვთ.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი უბანზე, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.