ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბორჯომის მერობის კანდიდატი: სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება შეიმჩნევა

“პატრიოტთა ალიანსის” ბორჯომის მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩინიძე შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.

“მე ხმა მივეცი, რომ ბორჯომში აღარ იყოს ძალადობა და დაიწყოს აღმშენებლობა. ყველა საარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით სოფლებში მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მე ვერ გეტყვით, ეს ზუსტად რა სახეს მიიღებს, ან კონკრეტულად რომელ უწყებას წარმოადგენენ ეს ადამიანები, თუმცა მათი განსაკუთრებული მობილიზების შემჩნევა ჟურნალისტებსაც შეგიძლიათ. მე ვიმყოფებოდი ახალდაბის და სოფელ ზანავის საარჩევნო უბნებზე, სადაც მათი განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ვამოწმებ ინფორმაციას და მოგვიანებით განცხადება გაკეთდება”, – აღნიშნა ზაზა ჩაჩანიძემ

შსს-ში კი აცხადებენ:

“სამართალდამცველები მობილიზირებულები არიან ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ან უსაფრთხოების მიზნით, თუმცა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზება სამართალდამცველების საარჩევნო უბნებზე არ მომხდარა”, – ამბობენ სამინისტროში.

ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

იტვირთბა....