ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: დაუდგენელმა პირმა ჩვენი წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სცადა

არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის 43-ე საუბნო საარჩევნო ტერიტორიაზე მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა.

“ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დილიდან ამომრჩეველთან აქტივობა მაღალია. რაც შეეხება 43-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, აქ ჩვენს წარმომადგენლებთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი მივიდა, რომელმაც აგრესიით სცადა ხელის შეშლა კანონით დადგენილი ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში. ბუნებრივია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ეს პროცესი საარჩევნო უბანზე ხელს ვერ შეუშის. ამ შეკითხვებს კი შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხები გაეცემა”,- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

საქმე ეხება, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” წარმომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის განცხადებას. მისი თქმით, კონკრეტული პირები ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს ადგენენ. რის გამოც, მან პატრული გამოიძახა.

იტვირთბა....