ოზურგეთში #43-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
როგორც ცნობილი გახდა, ერთმანეთს სამართალდამცავი და ერთ-ერთი დამკვირვებელი დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო უბნის გარეთ მდგომი პირები გახდნენ, რომლებიც ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. დამკვირვებელი სწორედ მათ იღებდა ვიდეოკამერით.
დამკვირვებელი აცხადებს, რომ პოლიცია თავად გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მისთვის ვიდეოკამერის წართმევა სცადეს.
“ამ მანქანაში სხედან ქალბატონები სიებით, მონაცემებია იმ სიებში დაფიქსირებული და საარჩევნო უბანზე ვინც კი მოდის ამომრჩეველი ყველა მიდის მანქანებთან და აძლევენ დავალებებს ან რაიმეს გადასცემენ. ჩვენ გამოვიძახეთ 112 და მოვიდა პოლიციის ეკიპაჟი. ერთ-ერთი არ ვიცი პოლიციის თანამშრომელი იყო თუ ვინ იყო ჩაჯდა პოლიციის მანქანაში, არ წარმომიდგინა საკუთარი თავი ვინ იყო და კამერა დამიხურა და ფიზიკურადაც კი შემეხო. ცდილობდა კამერა წაერთმია,”- განაცხადა დამკვირვებელმა.
ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩეველს აღრიცხავენ ამბობენ, რომ ისინი ადგილზე მისულ მხარდამჭერებს ინიშნავენ და ამაში კანონდარღვევა არაფერია. მათ არ დაუმალავთ რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან.