ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით საგანელიძის ყოველთვიური შემოსავალი 16 000 ლარს შეადგენს

ყვარელში მედიისთვის გამართულ სემინარზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცახადა, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი 16 000 ლარია.

თუმცა, იქვე, აღნიშნა, რომ 16 000-დან ორი მესამედი ქველმოქმედებისთვის ირიცხება და ყოველთვიურად მისი შემოსავალი იმდენია, რამდენიც პარლამენტში ყოფნის დროს ჰქონდა (5 ათასი ლარი).

მისი თქმით, ფონდის პირველი ხელმძღვანელის ხელფასი 48 000 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდი 2011 წელს შეიქმნა. ფონდის 100%-იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაა. საპარტნიორო ფონდის პირველი ხელმძღვანელი ნიკა გილაური იყო.

იტვირთბა....