ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის საკრებულოში რეორგანიზაცია იგეგმება

თბილისის საკრებულოში დაგეგმილია სტრუქტურული ცვლილებები.

ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

“ამ ეტაპისთვის, არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ: სარევიზიო კომისია – რიმა ბერაძე;

იურიდიული საკითხთა კომისია – ლევან ჟორჟოლიანი;

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია – გიორგი ბირბიჩაძე;

განათლებისა და კულტურის კომისია – თამარ ტალიაშვილი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – გიორგი ჩაკვეტაძე;

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია – რევაზ სოხაძე;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო კობახიძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას;

გარემოს დაცვის კომისია – ერეკლე კუხიანიძე; ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია – ირაკლი ზარქუა; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია – ოთარ გრიგოლია; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია – თინათინ ნიბლოშვილი;

მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია – ანა ლაშხი”, – აღნიშნულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციაში.

იტვირთბა....