ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბრალდებებს პასუხობს

არჩილ თალაკავაძე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის ბრალდებებს ეხმაურება. კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

“დასხდნენ ოფისებში, ჩამოწერეს 13 ტყუილი და ამ ტყუილების ტირაჟირებას ახდენენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, ოპონენტი კი საუბრობეს ჩვენზე. დასკვნის გაკეთება ადვილია, თუ ვინ გააკეთებს საქმეს. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ კონტრგეგმა, რეალური გეგმა როგორ იმოქმედონ მეორე ტურში მათ არ გააჩნიათ. პროვოკაციები და ტყუილების ტირაჟირება კი მათ ინტერესებში,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ წინასაარჩევნო გარემო საგანგაშოდ შეაფასა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, არჩევნების პროცესი გაყალბდება და მოიგებს მმართველი გუნდის კანდიდატი.

იტვირთბა....