ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამგებლის წარმომადგენელი: სოფელ ურთას შემოგარენში მობინადრე მგლები წითელ წიგნში არიან შეტანილნი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთას გამგებლის წარმომადგენელი, ბადრი ნინუა მგლების შემოსევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

“სოფელ ურთაში წუხელ ღამით მგელმა ორი სული საქონელი დაგლიჯა. ზოგადად მგლების არსებობის შესახებ ინფორმირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზომები უკვე მიღებულია. ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში გაიცა ნებართვა ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს, აგვისტოშიც ლიკვიდირებული იქნა ორი მგელი. მაშინ მოსახლეობას იგივე მოთხოვნა ჰქონდა, რომ ლიკვიდაციის ნებართვა არ აღემატებოდა მგლების რაოდენობას, ამიტომაც ადგილობრივებმა მოითხოვეს დამატებით ლიცენზიის გაცემა და ზემდგომ ორგანოებში ამაზეც იყო საუბარი. არსებული ინფორმაციით, ეს მგლები წითელ წიგნში არიან შეტანილები და შესაბამისად, ლიცენზიების გაცემის საკითხი სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით ხდება,”-აღნიშნა ურთის გამგებლის წარმომადგენელმა ბადრი ნინუამ.

ფოტო: პაპუნა შუშანია

იტვირთბა....