როგორც ცნობილი გახდა, ზუგდიდის სოფელ ურთას მგლები შემოესია.
ამის შესახებ ინფორმაციას “imedinews” ავრცელებს.
“არაერთხელ მივმართეთ როგორც ურთის რწმუნებულს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოცამდე საქონელი დაგვიგლიჯა, ნაწილი დაკარგულია. ვითხოვთ დახმარებას და შესაბამისი ორგანოებიდან მგლის მოკვლის უფლებას. არ არის გამორიცხული მგელი სახლში, საკარმიდამო ტერიტორიაზე შემოვიდეს და ადამიანებიც დაგგვლიჯოს. შიშისგან ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ,”- განაცხადა სოფელ ურთის მკვიდრმა ბაჩანა კვირკველიამ.