ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურება.

„მინდა ყველას მივულოცო ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ძალიან პოზიტიურად შეფასება. 2017 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის პროგრესი და ხელშესახები შედეგი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა,“- აღნიშნავს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ თავისი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია ყველა ის სფერო, რომელშიც მხარეები თანამშრომლობენ.

იტვირთბა....